კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა 

საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში COVID19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 143-ს შეადგენს.