კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა

დღეს კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში 24562 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ინფორმაცია  მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge ვრცელდება.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კიდევ 350 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4408 ადამიანი.