კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა რუსთავში

 რუსთავში, ბოლო 24 საათში,  კორონავირუსის  20-მდე  შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა , დავით ბეგაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით,  29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში  ვირუსი 160-მდე ადამიანს დაუდგინდა.  დავით ბეგაშვილი აცხადებს, რომ  სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

ასევე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსთავის მე-14  და მე-12 საჯარო სკოლებში, ინფიცირების შემთხვევების გამო,  სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციური რეჟიმით გრძელდება.  მოსწავლეები და პედაგოგები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.