კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ახალი პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. 

ცნობისთვის, რუსთავში 29 აგვისტოდან დღემდე “კოვიდ-19”-ის 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.