რუსთავში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს, ახალი პაციენტები აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და სამივე მათგანი რუსთაველია.
რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 150-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 100-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.