კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7564-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

ვირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 48-ია.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.