საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 472-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 – თბილისში.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი თქმით, 68 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება, 8-8 სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, 6 – შიდა ქართლს, ხოლო 5-5 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.
ბოლო 24 საათში 318 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10225 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5553 პაციენტი განიკურნა, ხოლო 66 გარდაიცვალა.