საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4887-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი. სულ ვირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 პირი რჩება. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.