კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

დადასტურებული 578 ახალი შემთხვევიდან აჭარიდან გახლავთ 416 პაციენტი, თბილისიდან – 72 პაციენტი, იმერეთიდან – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 23, ქვემო ქართლიდან – 10, გურიიდან – 8, სამცხე-ჯავახეთიდან – 3, კახეთიდან – 1,  შიდა ქართლიდან კი 1 პაციენტი.

ვირუსისგან განიკურნა 375 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 8696 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი დაიღუპა.

კარანტინის რეჟიმში 5392 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. 1 100 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.