რუსთავში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან 5 ანსამბლ “თუთარჩელას” წევრია, ერთი კი მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
მათივე ცნობით, წყაროსა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.
29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კორონავირუსის 88 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.