ლაშა ქველაძე პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ქველაძე პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა მისმა ადვოკატმა მარნეულის პოლიციის შენობა, რომელმაც  თქვა, რომ ქველაძეს ბრალდება ორი მუხლით წაუყენეს. ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სულ ახლახანს წარუყენეს ბრალი, რასაც იგი არ ეთანხმება და ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას და ჩვენებას მისცემს სასამართლოს. მას ედავებან სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. კონკრეტუად სად წაიყვანეს ლაშა ქველაძე, ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა მას ჰქონდა ტემპერატურა 37.5 და გადაიყვანეს კოვიდ-19-ის ტესტის ჩასატარებლად – თქვა ქველაძის ადვოკატმა

ადვოკაკატის თქმით, აღკვეთი ღონისძიებაზე მსჯელობა, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება და არ გამორიცხავს, რომ სხდომა შესაძლოა დისტანციურად ჩატარდეს.