10:00 საათის მონაცემებით, მე-12 ოლქში არჩევანი 9 963 ამომრჩეველმა დააფიქსირა

მე-12 მაჟორიტარულ ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 10 968 მოქალაქემ დააფიქსირა. ამის შესახებ TV4-ს N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა. 

​მისივე ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.

საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

“ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და კანონით განსაზღვრული ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 141 ათას ამომრჩეველზე მეტია რეგისტრირებული”-განაცხადა გაგა აფციაურმა