მორიგი ხმაური N81 უბანზე

N24 სკოლაში, N81 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაური იყო.

TV4-ის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტის მიერ  ფარულ გადაღების ფაქტს აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე მსგავს ფაქტს მანამდეც ჰქონდა ადგილი. ადგილზე იმყოფებოდა  მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გაგა აფციაურიც.