“სოციალ-დემოკრატების” ოფისში რამდენიმე აქტივობა ჩატარდა

 “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” პარტიის ოფისში, რომელიც მეგობრობის N1-ში მდებარეობს, სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა.

აქტივობის ფარგლებში, სისხლი 10-მა ადამიანმა ონკოლოგიური  პაციენტებისთვის და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის გაიღო. 

მოგვიანებით, პარტიის ხელმძღვანელი პირები,  გია ჟორჟოლიანი და დავით ლობჟანიძე  ამომრჩევლებს შეხვდნენ.

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” საარჩევნო ნომრით 46-ია. პარტიას არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები  არ ჰყავს და მხოლოდ პროპორციული სიით იყრის კენჭს.

შეხვედრა 22 ოქტომბერს გაიმართა.