სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესცენტრი გაავრცელებს.
მათი განცხადებით, ილია მეორისთვის გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.
როგორც საპატრიარქოში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.