პროექტი – „აჩუქე რუსთავს ჟანგბადი“ ფინალურ ფაზაში გადავიდა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეთ“ ინიციატივით წამოწყებული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო მხარდაჭერითა და დონაციით 6 000 ლარი შეგროვდა. პროექტის მიზანი რუსთავში ერთი კონკრეტული ადგილის გამწვანება და რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნაა.
პროექტი ფონდ “ორბელიანი საქართველოს” მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის კონცეფციით, ფონდი “ორბელიანი” ჯგუფს დამატებით 6 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად ქალაქში 12 000 ლარის ხეების დარგვის შესაძლებლობას გააჩენს.