რა საკითხები განიხილეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე ?

 M3 კატეგორიის 40 ერთეული ავტობუსის შეძენის მიზნით,  რუსთავის მერიას სესხის აღებისთვის მიეცა თანხმობა – გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.  სხდომა რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატებმა ათი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის განმარტებით, ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდება 10 წლიანი სასესხო ხელშეკრულება.

 საკრებულოს დეპუტატების ხმათა უმრავლესობით, შ.პ.ს ნიჩბოსანთა კლუბს „რუსთაველები“, 40 წლის ვადით, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.

როგორც მომხსენებელმა, მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გია ანთაურმა განაცხადა, „ნიჩბოსანთა კლუბი „რუსთაველები“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, განავითარებს და მოაწყობს სანაოსნო-სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც გახორციელებს 200 000 ლარის ინვესტიციას.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ათი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.