ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რიკოთის უღელტეხილზე. როგორც ცნობილი ხდება, სოფელ ბორითთან მიკროავტობუსი ამობრუნდა. დაშავდა 2 მგზავრი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.