რუსთავის ბაღებს შრომის ინსპექციამ სწავლის დასაწყებად თანხმობა მისცა

 მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ რუსთავის მასშტაბით ბაგა-ბაღების 21 ფილიალი შეამოწმა და ყველა მათგანს სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად თანხმობა მისცა.

 ერთადერთი ფილიალი, რომელშიც 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება 34-ე ბაღია, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიის გამო, სააღმზრდელო დაწესებულებებში თავისუფალი დასწრება იქნება გამოცხადებული და გაცდენილი საათები ბავშვებს საპატიოდ ჩაეთვლებათ.