თეატრალური ნამუშევრების ყოველწლიურ შეჯამებაზე რუსთავის თეატრმა წარდგენილი 10 ნომინაციიდან ორი ტიტული მოიპოვა.
“თეატრალურ მოღვაწეთა საზოგადოებამ” წლის საუკეთესო მხატვრის ტიტული რუსთავის თეატრის მთავარ მხატვარს, ლომგულ მურუსიძეს, ხოლო “წლის ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობის” ტიტული რუსთავის თეატრის მსახიობს ვაკო კობაიძეს მიანიჭა.
ფესტივალზე ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თეატრი იყო წარდგენილი. დაჯილდოება 10 ოქტომბერს, ქუთაისში გაიმართა.