რუსთავის პარკში ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე შექმნილი ძეგლი გაიხსნა

რუსთავის ცენტრალურ პარკში ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე შექმნილი ძეგლი გაიხსნა.

ქანდაკების ინიციატივა სამოქალაქო ჯგუფ “გავიგუდეს” ეკუთვნის. მათი განცხადებით, ამ ინსტალაციამ მოქალაქეები რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემებზე უნდა დააფიქროს და მალე გამარჯვების სიმბოლო გახდეს.

ქანდაკება ბიოლის ფონდის მხარდაჭერით დაიდგა და პრეზენტაციას მე-12 ოლქის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონია ნაკლებად ხალხმრავალ გარემოში ჩაატარეს.