რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

 რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. TV4-ის ინფორმაციით, რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს  ერთ-ერთ დეპუტატს  ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. 

მათივე ინფორმაციით,  დეპუტატი ბოლოს სამსახურში 6 ოქტომბერს, საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა.