რუსთავში “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ენერგო პრო ჯორჯიას” რუსთავის მომსახურების ცენტრი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთო დვალიშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

ინფიცირებული პირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომლის კონტაქტებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.