რუსთავში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავის ცხელების  და კოვიდისმიმღებ ცენტრებში გამოკვლეულ 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 6 მათგანი კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრში დადასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, 2 მათგანი კახეთის რეგიონიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 4 რუსთავის მკვიდრია. პაციენტების ასაკი 22-დან 61 წლამდე დიაპაზონში მერყეობს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების ინფიცირების წყარო უცნობია.

 ერთი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცხელების ცენტრში. ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, 81 წლის ქალი თბილისიდან გადმოიყვანეს. კოვიდინფიცირებულს უახლოეს საათებში კოვიდისმიმღებ ცენტრში გადაიყვანენ.

ცენტრში სულ 5 პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსული ინფექცია ერთს დაუდასტურდა.