რუსთავში, მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ

რუსთავში, მტკვარში მოზარდს ეძებენ. როგორც TV4-ისთვის ხდება ცნობილი, მტკვარში 13 წლის მოზარდი, სავარაუდოდ ჯებირიდან გადავარდა. 

ამ დროისთვის, საძიებო სამუშაოები გრძელდება.  ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმხობს.