რუსთავში 21 წლის მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. TV4-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეგობართან იმყოფებოდა, რა დროსაც სუნთქვის უკმარისობა დაეწყო. როგორც ცნობილი ხდება, მისამართზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა სასწრაფოს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
სიკვდილის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცმა კოვიდ სასტუმრო გუშინ დატოვა.