რუსთავში 7 ლოკაციაზე სამეთვალყურეო 14 კამერა დამონტაჟდება. ახალი კამერების საშუალებით ნებისმიერ მსურველს ვებგვერდის webcamera.ge -ის საშუალებით პირდაპირ ეთერში შეუძლია ნახოს რა ხდება კონკრეტულ ტერიტორიაზე.
“რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის , რევაზ გოგიძის განცხადებით, ახალი კამერების დამონტაჟება ვანდალური ფაქტების პრევენციას შეუწყობს ხელს.
პროექტი საზოგადოება “რუსთაველების” მხარდაჭერით განხორციელდა.









