ტიკარაძე: პაცენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ესაჭიროება მას

“ამბის ატეხვა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია”, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი კითხვას, რომელიც კლინიკებში/ცხელების ცენტრებში შექმნილ ვითარებას ეხებოდა.

ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ ოჯახი პაციენტის სიცოცხლეს ექიმებს აბარებს, “არ უნდა ატეხოს ამბავი”. 

“პაცენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. ეს ხდება რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი მიზეზია, რომ მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, რათა განსაზღვროს, ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. მეორე: პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს.

ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, არ უნდა ატეხოს ამბავი. თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას.

აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე, ექიმები ძალიან დიდ სტრესში არიან. იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.