თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 15 წლის მოზარდია მოთავსებული, რომელიც მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. როგორც ტურძელაძე “ფორმულასთან” აღნიშნავს, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
“15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია. ის მართვით სუნქთვაზეა შეერთებული”,- ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ “ფორმულას” განაცხადა.
ტურძელაძემ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, რადგან მოზარდი არასრულწლოვანია.