ქვემო ქართლში ვირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან  121 ქვემო ქართლში გამოვლინდა.

დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია: 

 

 

  • თბილისი – 636; 
  • აჭარა – 333;
  • იმერეთი – 320; 
  • შიდა ქართლში – 76;
  • გურიაში – 18 ;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 119;
  • კახეთში – 45;
  • მცხეთა-მთიანეთში – 9;
  • სამცხე-ჯავახეთში – 39;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილების ჯამური რაოდენობა 253-ს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა.