ქობულეთში, სასტუმროს დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, რის შედეგადაც მასზე მყოფი ამწის ოპერატორი დაშავდა.
დაშავებულს შინაგანი ორგანოები დაუზიანდა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს