წალკის მუნიციპალიტეტში 114 პირის საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან. როგორც წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში TV4-ს განუცხადეს, გამოსაკვლევი პირებიდან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები , დანარჩენი პირები კი მიზნობრივი ჯგუფები არიან.
ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. კორონავირუსი 46 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს.