წალკაში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 27 ადამიანი ელოდება. როგორც წალკის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მათი საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნეს და პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
მათივე ცნობით, წალკაში თვითიზოლაციაში 46 პირი იმყოფება, კარანტინში კი 2.
ინფორმაციისთვის, წალკაში ამ დრომდე კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა.