წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

 წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  TV4-ის ინფორმაციით, კორონავირუსი  46 წლის ქალს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევა ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

 წალკის მერის, ილია საბაძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ. იზოლაციაში იმყოფებიან კოვიდინფიცირებული პირის ორი ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.