კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია – ამის შესახებ TV4-ს ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელმა, ლელა გოგმაჩაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ბაღები კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, დაიხურა. კორონავირუსი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებს დაუდასტურდათ.
ლელა გოგმაჩაძის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დასწრება შემცირებულია, რის გამოც სამშაბათიდან ყველა ბაღში სასწავლო პროცესის შეჩერება იგეგმება.
ბოლნისში სულ 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან სასწავლო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო 2 ბაღში ვერ განახლდა.