თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის გიორგი ბერიძის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თუ საჭირო გახდება შეიცვლება მკურნალობის სტრატეგია.

„თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც იგივეა. სტაბილური მდგომარეობაა, ცვლილებების გარეშე, იგივე სიმპტომატიკით. მომავალ კვირას გაკეთდება დამატებითი კვლევები და თუ საჭირო გახდება შეიცვლება მკურნალობის სტრატეგია. რაც შეეხება ბატონი თენგიზის მეუღლეს, ანა თოფურია მკურნალობას სახლში განაგრძობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, ფაქტობრივად, არ აქვს სიმპტომები და აგრძელებს მკურნალობას სახლში“, – განაცხადა ბერიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.