იმედის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის იმედის კლინიკაში გინეკოლოგად მუშაობდა.

კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, ექიმს თანმხლებად ონკოლოგიური დაავადება და დიაბეტი ჰქონდა.

მათივე ცნობით, ზაზა იმერლიშვილი კახეთში დაინფიცირდა. ვირუსი აღმოაჩნდა ექიმის ოჯახის წევრებსაც. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ იგი, დაახლოებით, ერთ კვირაში გარდაიცვალა.