“ინტერტრანსის” მძღოლები დღიური შენატანის დაწევას ითხოვენ

ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. 9 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვებისა და კომპანია “ინტერტრანსის” მიერ გრაფიკის ცვლილების გამო, მძღოლები მგზავრთა ნაკადის შემცირებას უჩივიან და დღიური გადასახადის დაწევას ითხოვენ. 

მძღოლებს სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდნენ და მათ მოთხოვნებს გაეცნენ. 

მათივე ინფორმაციით, მძღოლები დღიურ შენატანზე 20 ლარით ნაკლები თანხის გადახდას ითხოვენ. 

“ვფიქრობ, რომ ინტერტრანსმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. მოგეხსენებათ22:00 საათიდან მძღოლები მარშრუტს ვეღარ ასრულებენ, კომპანია “ინტერტრანსმა  ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა, რადგან სხვა ლოტებზე დაკლებული აქვთ დღიური შესატანი”- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი ტყემალაძემ. 

ცნობისთვის, დღიური გადასახადი ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღილებისთვის 70 ლარს შეადგენს. მძღოლები თანხის 50 ლარამდე დაწევას ითხოვენ.