კლინიკა “რუსთავში” კორონავირუსი ორ სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა

 კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი ოთხ მათგანს დაუდგინდა. 

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პირებიდან ორი სამედიცინო პერსონალია. ინფიცირებულია ექიმი და ექთანი. ასევე “კოვიდ-19” დაუდასტურდა კლინიკის კიდევ ერთ თანამშრომელს და 51 წლამდე მამაკაცს, რომელიც ცხელების ცენტრში თვითდინებით შევიდა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობას აგრძელებენ.