რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოიკვლიეს. ყველა მათგანი რუსთაველია.
ბოლო 48 საათში N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსის ჯამში 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, 11 ინფიცირებულის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ხოლო 55-ს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.
რაც შეეხება რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას და კლინიკა “რუსთავის” კოდივიდსმიმღებ ცენტრს – ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების ტესტის პასუხებს ელოდებიან და სავარაუდოდ, პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.