კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა რუსთავში

 საქართველოში ბოლო ოცდაოთხ საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან, 163 ქვემო ქართლის რეგიონში დადასტურდა. ინფორმაციას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  მხარეში კორონავიუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 ვირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა კლინიკა რუსთავში. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, პაციენტების საშუალო ასაკი 30-დან 60 წლამდე მერყეობს. ინფიცირებული პირების  ნაწილი რუსთავის მცხოვრებია, ნაწილი კი რეგიონიდან გადმოყვანილი პაციენტები  არიან.

კორონავირუსი დაუდასტურდა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ოთხ პაციენტსაც.