კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა 

საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 425 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 355, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 361. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.