კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი დადასტურდა.

ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ოთხივე მათგანი რუსთაველია. ინფიცირებულები 70 წლამდე პირები არიან.

რაც შეხება კლინიკა “რუსთავის” კოვიდისმიმღებ ცენტრს, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ტესტის პასუხს 33 ადამიანი ელოდება.

მათი ბიოლოგიური ნიმუშები კორონავირუსზე გამოსაკვლევად გუშინ გაგზავნეს და პასუხები ,სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.