კორონავირუსს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

კორონავირუსს ქუთაისში 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.როგორც ცნობილი ხდება,  პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდა. 

მამაკაცი კლინიკაში 18 ოქტომბერს ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შევიდა. პაციენტი ბოლო დღეებში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

“პაციენტს ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში შემოსვლის მომენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-  განაცხადეს კლინიკაში.