მარტვილში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.  მათივე ინფორმაციით,  წლის ქალის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა „პისიარ“ ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი „პისიარ“ ტესტის პასუხამდე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.