მაშველებმა მტკვარში ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან მტკვარში ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.