ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ

ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღეს და  მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

„ ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პერიოდში. „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა საზოგადოებაში და არ ვიღებთ ბიძინას თამაშის წესებს. მას მოუწევს უახლოეს დღეებში დაჰყვეს ხალხის ნებას და ხალხის ნება აღსრულდეს ახალი არჩევნების ჩატარების სახით, რომელიც დარწმუნებული ვარ, როგორც არასოდეს, ეს ისტორიული, უპრეცენდენტო ერთობა აიძულებს მას, ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.

 ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს “გირჩიც”.

„ჩვენ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა „გირჩისთვის“ და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება. ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ იყო „გირჩი“ პარლამენტში“, ასევე ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. „გირჩიც“ უერთდება პარლამენტში შესვლის ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხვევაში არც მეორე ტურს არ აქვს აზრი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ .

„დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ნამდვილად ჩატარდეს არჩევნები, რომლის შედეგებიც მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მანდატზე უარს ამბობს „პატრიოტთა ალიანსი“.

„არ ვაპირებთ ამ მოწვევის პარლამეტში შესვლას, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არჩევნებში არ გამოხატულა საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ჩვენ მოვაწყობთ ფართომასშტაბიან აქციებს. მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების ბათილობას და განმეორებით არჩევნებს“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.