რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი “ლეიბორისტული პარტიიდან” დააკავეს

“ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საჩივრების განხილვის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. “ლეიბორისტული პარტიის” აქციაზე პოლიციამ 2 პირი დააკავა, მათ შორის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი.

დაკავებას წინ უძღოდა 1 საათიანი აქცია. “ლეიბორისტული პარტიის” აქტივისტები მათი ოფიციალური წარმომადგენლის სხდომაზე შეშვებას ითხოვდნენ. სხდომაზე მისი დროულად შეშვება ვერ მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეუშვეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და აქტივისტები.