საქართველოს საპატრიარქოს კორონავირუსის მეორე ტალღის “აქტიური გავრცელების” გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სასულიერო პირებს მიმართავს, რომ ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დისტანია დაიცვას და პირბადე ეკეთოს.
“უცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებით, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ეკელსიის მხრიდან გამოყენებული.