საპატრულო პოლიცია, “კოვიდ 19″-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს ახორციელებს რუსთავში.
პატრულ-ინსპექტორების ფოტოებს, რომლებიც მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით,მოქმედი წესების დაცვისკენ მოუწოდებენ და პირბადის სწორად ტარებას აკონტროლებენ შსს-ს ავრცელებს. პატრულ ინსპექტორები რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე არიან მობილიზებულები.
გარდა ამისა სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.









